მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები კვლავ იმუშავებს. მიზეზი უამინდობაა, რის გამოც გზის გაწმენდითი სამუშაოები ჯერ ვერ იწყება. ამის შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტტის მერმა განაცხადა.
„ჯერჯერობით უამინდობა, კვლავ დიდთოვლობაა. შესაბამისად, ვერ იწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები. ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას, რომ შემდეგ სპეციალისტებმა გზის გაწმენდასთან დაკავშირებით მიიღონ გადაწყვეტილება.
მოგეხსენებათ, გუშინ გადავიდნენ მოქალაქეეები კობი-გუდაურის დამაკავშირებელი საბაგიროების საშუალებით და დატოვეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. ვიდრე არ გაიხსნება გზები, დღესაც, ხვალაც ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს საბაგირო, მთავარია ქარბუქი არ იყოს“, – განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.
ზაგაშვილის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილების ნაწილმა გუშინ დატოვა მუნიციპალიტეტი, ნაწილი კი გზებზე რჩება.











