ცესკო-მ ბათილად უნდა ცნოს არჩევნების შედეგები და ხელახალი არჩევნები უნდა დანიშნოს,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავამ განაცხადა.
„არ შეიძლება არჩევნები ვუწოდოთ ამას. ის ჩატარდა ცემა-ტყეპით, იარაღის გამოყენებით მოსყიდვით, ტოტალური გაყალბებით. ეს იყო სპეცოპერაცია, რომელიც ხელისუფლებამ ჩაატარა. არ გვეკუთვნის იმ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სადაც არჩევნებს ასე ატარებენ. ცესკო-მ ბათილად უნდა ცნოს არჩევნების შედეგები და ხელახალი არჩევნები უნდა დანიშნოს.
იმ ფაქტების საფუძველზე, რომელიც მრავლად ვნახეთ,მაგალითად, ოქმები, სადაც ამომრჩეველი არის 60 და „ქართულ ოცნებას“ 360 აქვს მიღებული, იბარტყა, გამოიჩეკა, რა მოხდა? არა მხოლოდ ბათილად იყოს ცნობილი, პასუხისგებაში უნდა იყვნენ დამნაშავეები მიცემული“, – განაცხადა გუგავამ.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











