fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„გული დამწყდება თუ სხვა მტკიცებულებები არ არსებობს და მხოლოდ ეს ბრალდებაა“ – მეუფე გრიგოლი კარტოგრაფების საქმეზე

13:24 ოქტომბერი 11, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
899
ნახვა

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა თავის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ეს ჭეშმარიტება ალბათ ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს – ასე გამოეხაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი დავით გარეჯის საქმეს.

საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ეკლესიის პოზიცია სინოდის შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი.

,,ეკლესიის პოზიციას მაშინ გავიგებ მეც და თქვენც როდესაც სინოდი შეიკრიბება და იმსჯელებს. სინოდი ერთი წელია არ შეკრებილა. ასე , რომ ჩემთვის ძალიან ძნელია რაღაცის თქმა და მე იმდენივე ვიცი რაც თქვენ. მედია საშუალებებიდან მიღებული ინფორმაციით ძალიან ძნელია დასკვნების გაკეთება. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა თავის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ეს ჭეშმარიტება ალბათ ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს, იმისთვის არსებობს. მაგრამ დღეს, ახლა და ამ წუთას ერთადერთი რაც მე ერთ ადამიანს, ერთ მოქალაქეს მიჩნდება – ძალიან ბევრი კითხვაა, სხა ვერაფერს ვერ გეტყვით“

იზიარებს თუ არა მამა კირიონის მოსაზრებას დავით გარეჯთან დაკავშირებით, მეუფე გრიგოლი ამბობს:

,,მე არ ვიცი მამა კირიონს რა მოტივები აქვს , რა საფუძვლები აქვს. მე ყურადღებით ვუსმინე და გულწრფელი კაცის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მისი ეს საუბარი და ის ამბავი რასაც ყვება ეს არის უფრო ემოციური მხარე და თუ ადამიანები მხოლოდ აი ამ ბრალდებით უნდა იქნენ პასუხისმგებაში მიცემული და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს , მე ძალიან გული დამწყდება,“- ამბობს მეუფე გრიგოლი.

გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს სასულიერო პირების ნაწილი რუსულ ინტერესებს ატარებენ, მეუფე გრიგოლს მიაჩნევს, რომ ასეთ საკითხებზე ადამინებმა მყარი არგუმენტებით უნდა ისაუბრონ.

,,ჯობია საერთოდ ყველამ მყარი არგუმენტებით ისაუბროს და არა მხოლოდ ვარაუდებით, იმიტომ რომ ვარაუდით შეიძლება ადამიანს შეურაცხყოფაც მიაყენო, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენო. საჭიროა ყოველთვის მტკიცებულება .ვარაუდს ბრალად ვერ წაუყენებ.ჯობია, რომ უფრო სერიოზულად და უფრო პასუხისმგებლბით მივუდგეთ ნებისმიერ საკითხს. ეს ერთი რამე რაც მეც მაკვირვებს და თქვენც , ამდენიხანი თუ ცნობილი იყო , დღეს უკვე კითხვებს აჩენს და ამაში გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს,“- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

ავტორი: თეა შონია

თეგები: დავით გარეჯის საქმე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა ხელახლა იწყება​

ოქტომბერი 13, 2021
868
მთავარი ამბავი

განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხი და ძალიან მალე გადაწყდება, ისე როგორც ჩვენ ძმობას და მეგობრობას შეეფერება – ირაკლი ღარიბაშვილი

მაისი 5, 2021
837
პოლიტიკა

დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე სხდომა უახლოეს პერიოდში გაიმართება

მაისი 5, 2021
783

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია