თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი მოლაპარაკებების მაგიდასთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად.
„მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. გუნდის მხრიდან მიღებული იქნება გადაწყვეტილება, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი მოლაპარაკებების მაგიდასთან პრემიერ-მინისტრთან ერთად. თუ ჩვენ ვფიქრობთ ქვეყნის მომავალზე, განვითარებაზე, სტაბილურობაზე, პანდემიის შედეგების დაძლევაზე, ამისთვის მნიშვნელოვანია სიმშვიდე. ამიტომ კომპრომისებსა და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდა.











