დედაქალაქის მერი, კახა კალაძე კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.
„ძნელია, როდესაც ემშვიდობები ყველასთვის საყვარელ ადამიანს. კიდევ უფრო ძნელია, როცა ეს ადამიანი კლასიკოსი, ქართული მწერლობის სინდისი და ნამუსია. დიახ, ჩვენ ყველას დაგვაკლდება კაცი, რომელსაც ძალიან უყვარდა ლიტერატურა, უყვარდა ადამიანი, უყვარდა თავისი სამშობლო და შეეძლო ქართული გენია გაეტანა დიდ ასპარეზზე.
„დედამიწას სიყვარული ატრიალებს“ – ჩვენი გურამ დოჩანაშვილიც ამ სიყვარულის ნაწილია. იგი სამარადისოდ დარჩება ჩვენს გულში“,- ამბობს კახა კალაძე.
მწერალი გურამ დოჩანაშვილი დღეს გარდაიცვალა. გურამ დოჩანაშვილი, ერთი თვის წინ გაცივდა. მას შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა და ფილტვების პრობლემით კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.
ყველასთვის საყვარელი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი 26 მარტს 82 წლის გახდა.











