საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ დიდი მწერალი და გამორჩეული ადამიანი, ყველასათვის საამაყო გურამ დოჩანაშვილი გამოაკლდა ჩვენს საზოგადოებას. რამდენიმე დღის წინ, მისი იუბილე იყო და ყველას გვქონდა იმედი, რომ ის კიდევ დიდხანს იქნებოდა ჩვენთან. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, თუმცა გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება უკვდავია და კიდევ არაერთ თაობას აღაფრთოვანებს. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი გურამის ოჯახს, ახლობლებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს“ – აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.
მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა. გურამ დოჩანაშვილი, ერთი თვის წინ გაცივდა. მას შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა და ფილტვების პრობლემით კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.
ყველასთვის საყვარელი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი 26 მარტს 82 წლის გახდა.











