„ამ რეზოლუციით „ნაცმოძრაობას“ უთხრეს, რომ ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, აწერენ თუ არა ისინი ხელს შარლ მიშელის შეთანხმებას”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
“ჩვენი პარტნიორები დაინტერესებულები არიან, რომ ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესები იყოს, მწვავე კრიტიკა ისმოდეს პარლამენტში და ქვეყანა მოემზადოს თვითმმართველობის არჩევნებისთვის. „ნაცმოძრაობა“ ხშირად არის აცდენილი ქვეყნის დღის წესრიგს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მათ მაინც მოუწევთ შეთანხმებაზე ხელის მოწერა“, – აცხადებს მაჭარაშვილი.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.









