ოზურგეთში ლაითურის სკოლის კლასტერი გაფართოვდა. დაბაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 შემთხვევა დადასტურდა.
„დილის მონაცემებით იყო სამი შემთხვევა, საღამოს კი რვა დაგვემატა. სულ თერთმეტი კოვიდინფიცირებული გვყავს დაბა ლაითურში 24 საათის მონაცემებით. ესაა სკოლის კლასტერი, მეტ ინფორმაციას ვერ გავავრცელებთ“- გვითხრეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.
შეგახსენებთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, ორი დღის წინ, პედაგოგს რომელიც სკოლაში დადიოდა და ატარებდა გაკვეთილებს, კორონავირუსი დაუდასტურდა. პედაგოგთან ერთად კოვიდინფექცია სამ მოსწავლეს გუშინ დაუდასტურდა.
ამ წუთის მონაცემებით გურიაში 84 კოვიდ ინფიცირებულია.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











