ლანჩხუთის მერთან შეხება არ მქონია, თუმცა PCR ტესტი მაინც გავიკეთე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პრაიმტაიმნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ უსაფრთხოებას როგორც საკუთარი თავის, ასევე ვზრუნავთ ირგვლივ მყოფ ადამიანებზე.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა – მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ვატაროთ პირბადე. ეს დღეს საუკეთესო საშუალებაა იმისა, რომ დავიცვათ საკუთარი თავი და ირგვლივ მყოფი ადამიანები.
ბევრ ადამიანთან მაქვს შეხება და ტესტი ყოველი შემთხვევისთვის გავიკეთე, რადგან მაქსიმალურად დაზღვეული ვყოფილიყავი“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. აღსანიშნავია, რომ 3 დღის წინ „ქართულმა ოცნების“ ლიდერებმა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე ამომრჩეველს წარუდგინეს. წარდგენაზე იმყოფებოდა „ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანიც, რომელსაც ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა.











