გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი ერთი მამაკაცის მდგომარეობა, უკიდურესად მძიმეა.
მეორე დაჭრილს, კრიმინალურ ავტორიტეტს, მალხაზ ბადუაშვილს, სავარაუდოდ ხვალ, სახლში გაწერენ.
გურჯაანის ჰეოჰოსპიტალის დირექტორის, გელა ორველაშვილის განმარტებით, საავადმყოფოში შეყვანილი სამი დაჭრილიდან, ადგილზე ორი იმყოფება.
„ჩვენთან ამჟამად, ორი პაციენტია. ერთ- ერთი დაჭრილი, გუშინვე გადავაგზავნეთ თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში, რადგან თვალი ჰქონდა დაზიანებული და ჩვენ შესაბამისი აპარატურა ოპერაციისათვის არ გვაქვს. ადგილზე ორი ოპერაცია ჩატარდა. ერთის მდგომარეობა, კვლავ მძიმე რჩება. რაც შეეხება ბადუაშვილს, შესაძლოა, ხვალ ბინაზე გავწეროთ“, – განაცხადა ორველაშვილმა.
შეგახსენებთ, 25 მარტს, გამთენიისას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ჯერ დაუდგენელმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით, ერთი მამაკაცი მოკლა, სამი კი დაჭრა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სიახლის სამართლის კოდექსის 108- ე და 19, 109- ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ორი ან მეტი პირის, განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი









