ამ დრომდე მძიმეა 33 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც კლუბ „დეჟავუს“ აფეთქების დროს დაშავდა. ის ალადაშვილის კლინიკაში სახისა და გულ-მკერდის არეში დამწვრობით შეიყვანეს. მრავლობითი ჭრილობები აქვს კიდურებზე.
ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარების დასტაბილურებას ელოდებიან. ახალგაზრდა მამაკაცი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა.
„შემოყვანისთანავე დაფიქსირდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტრავმული შოკი. პაციენტი გადაყვანილი იქნა შემოსვლისთანავე მართვით სუნთქვაზე. აღენიშნება დამწვრობები სახის და გულ-მკერდის არეში, ასევე ჭრილობები მხრის, გულ-მკერდის კისრისა და კიდურების არეში.
არის ტრავმული შოკი. პაციენტი გადაყვანილი მართვით სუნთქვაზე. მიმდინარეობს გაფართოებული კვლევები და დაიგეგმება შემდგომი მკურნალობის კურსი.“ – განაცხადა ალადაშვილის კლინიკის ექიმმა.
ხეჩინაშვილის კინიკაში მოათავსეს კლუბ „დეჟავუში“ აფეთქებისას დაშავებული მეორე პაციენტი. მამაკაცს დამწვრობები აქვს სახისა და გულ-მკერდის არეში.
ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.











