საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი გუშინ, პოლიტიკური პარტიების ნაწილის მხრიდან შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას ეხმაურება.
მისი თქმით, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ხელმოწერით პოლიტიკა დაასრულეს.
„გუშინ განხორციელდა სპეცოპერაცია, რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტრამპის მიერ დანიშნული ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ქალბატონი კელი დეგნანი. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს არ ჰყავს არავითარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე. მე გულისტკივილს გამოვხატავ ჩემი ძვირფასი კოლეგების გამოც, რომლებმაც გუშინ დაამთავრეს პოლიტიკა იმ ხელმოწერის შედეგად,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.











