fbpx
11/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გუშინ გიორგი გახარიამ “ღამის კურიერში” 20-მდე ტყუილი თქვა – ირაკლი კობახიძე

10:29 სექტემბერი 8, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
798
ნახვა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თავისმა ყოფილმა თანაგუნდელმა და ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ, 6 სექტემბრის “ღამის კურიერის” ეთერში, დაახლოებით, 20 ტყუილი თქვა, ამის შესახებ კობახიძემ “რუსთავი 2” – თან განაცხადა.

ირაკლი კობახიძე იხსენებს, რომ არჩევნების შემდეგ მაშინდელი პრემიერი, გიორგი გახარია “ინერტული იყო” და არ ჰქონდა მოტივაცია კონკრეტული საქმეების გასაკეთებლად, რაშიც, როგორც მან აღნიშნა, ვაქცინაციის დაწყებაც იგულისხმება.

“გუშინდელი გადაცემის განმავლობაში, მან თქვა, ალბათ, სადღაც, 20-მდე ტყუილი, ფაქტობრივი ტყუილი, რაზეც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც უკვე გადამდგარი იყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან, იქიდანაც საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში ჯერ კიდევ ვერ დაიწყო ვაქცინაცია, არათუ მანამდე. როგორც კი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი, პირველი, რა საქმესაც მოკიდა ხელი, იყო სწორედ ვაქცინაცია, ამ საკითხის განსაკუთრებული პრიორიტეტულობიდან გამომდინარე. სწორედ ამან გახადა შესაძლებელი, რომ დღეისათვის 1.5 მილიონი აცრაა ჩატარებული. ეს იყო მარტივი ტყუილი.

რაც შეეხება კრიზისების მართვას – აქ იგულისხმებოდა პანდემიის მართვის პირველი ფაზა, შემოდგომის შემდეგ ყველა კუთხით გვქონდა პრობლემები. მე გავიხსენე ერთხელ, როგორ შევხვდით სპეციალურად მე და კახა კალაძე მას, მისსავე კაბინეტში, ეს იყო იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში, წელს, იმდენად ინერტული იყო, გვინდოდა, რაღაცნაირად მისი გააქტიურება და ვუთხარით, რომ ყველანაირად გვერდით დავუდგებოდით, ოღონდაც მეტი ენერგიით ემუშავა პრობლემების გადასაჭრელად – აქ ვაქცინაციაც იგულისხმებოდა და ყველაფერი სხვაც. ძალიან ინერტული იყო, თუ გახსოვთ, არჩევნებიდან თებერვლის ბოლომდე, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.

ჩვენ არ გვჯერა, რომ ის ღალატი, რომელიც მოხდა 18 თებერვალს, იმ დღეს დაიგეგმა. იქ იყო რაღაც პროცესები თვეების განმავლობაში და, მერე რომ ვიხსენებდით, კიდევ ბევრი რამ გაგვახსენდა. რაღაცები მიანიშნებს იმაზე, რომ ის უკვე იყო რაღაცებისთვის მომზადებული და აქედან გამომდინარე, მას ინტერესი იმის მიმართ, რომ კონკრეტული რაღაცები ეკეთებინა, გამქრალი ჰქონდა,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეგები: ირაკლი კობახიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი – ეს ყველაფერი ნამდვილად აკლია ისტორიის სახელმძღვანელოს

დეკემბერი 7, 2021
771
პოლიტიკა

სააკაშვილი იმდენ ტყუილს ამბობს, არ ვიცი რა დავარქვა, „პინოქიო“ ან „ბურატინო“ უფრო მოუხდება – ირაკლი კობახიძე 

ნოემბერი 30, 2021
805
პოლიტიკა

საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, მოხდეს პოლარიზაციის ხარისხის შემცირება – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 24, 2021
783

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია