გუშინდელი დღიდან მოყოლებული ვზივარ ტელევიზორთან და ვერ ვცილდები, როდის იქნება ეგ მომენტი, რომ რაღაც თქვას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განუცხადა.
“მაგის ჩამოსვლას ელოდება მთელი შესაბამისი სამსახურები და ჩამოვიდეს. რა თქმა უნდა, უნდა ჩამოვიდეს და პასუხი აგოს იმ დანაშაულებზე, რაც აქვს ჩადენილი”, – აცხადებს კალაძე.
მიხეილ საააკაშვილმა დააანონსა, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასა და პროცესებში მის ჩართვასთან დაკავშირებით დღეს ისაუბრებს.











