პოლიტიკური პარტიის „ლელო“ წევრი გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. გეგელია საპარლამენტო არჩევნების გადადებაზე საუბრის დაწყებას მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს.
არჩევნები შეიძლება დეკემბერში ჩატარდეს – ირაკლი კობახიძე
„შესაძლებელია, ჩვენ გვამზადებდნენ იმასთან შესაგუებლად, რომ არჩევნების გადადებას აპირებენ. მანამდე კი, ოპოზიციური სპექტრი ხელახლა გამოკეტონ სახლებში და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიონ, რაც არაერთხელ ვნახეთ. შესაძლებელია, ეს ყველაფერი იმას ემსახურებოდეს, რომ ამ აზრს აგუებდნენ საზოგადოებას, რომ ჩვენ გველის შემდგომი საშიშროება და წინასაარჩევნოდ, თავისუფლება უნდა შეიზღუდოს, რაც მათ პოლიტიკურ ინტერესებშია”,- განაცხადა გეგელიამ.











