„გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლის საშუალებითაც ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი“,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც იგი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაუბრუნდეს მძიმე წარსულს.
გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, „დიპფეიკი“. შეგახსენებთ, რომ ამგვარი პროგრამების მეშვეობით ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. ამგვარი მასალები სოციალურ ქსელებში შეიძლება განთავსდეს არჩევნების წინა დღეს ან არჩევნების დღეს, რასაც ამომრჩეველი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს.
ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ. შეიძლება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ვიდეოგამოსახულებას დაედოს სიტყვები, რომელსაც რეალურად არ ამბობს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი. რა შეიძლება ათქმევინონ, ეს არ ვიცი. მეტი დეტალი არ ვიცით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.











