სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკა მესხის განმარტებით, გასულ წლებთან შედარებით კალიების გავრცელების მაჩვენებელი წელს გაზრდილია.
მისი თქმით, ამ დროისთვის კალიების საწინააღმდეგოდ დამუშავებულია 38 ათასი ჰექტარი ფართობი.
„მიმდინარე წელს გვაქვს კალიების მაღალი გავრცელება. ამას ხელი შეუწყო კლიმატმა, რომელიც ხელსაყრელია კალიებისთვის. ამჟამად ღონისძიებები ტარდება აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგ რეგიონებში: კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი და ასევე თბილისის მიმდებარე ტერიტორიები.
ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. სრულად იყო მობილიზებული სააგენტოს სპეციალური ტექნიკა. დამუშავებულია უკვე 38 ათასი ჰექტარი ფართობი. გატარებული ღონისძიების შედეგად აუცილებელია ის დანაკარგები, რაც შეიძლება კალიამ მიაყენოს სოფლის მეურნეობას“,- განაცხადა ნიკა მესხმა.
მისივე თქმით, ჩატარებული სამუშაოების შემდეგ ამ ეტაპზე სასოფლო სამეურნეო კულტურებს დაზიანების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.











