„მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა.
როგორც გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შაქარაშვილის საქმეზე მისი ინფორმაციების წყაროს არ დაასახელებს, მაგრამ იტყვის წარმომავლობას და ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციაა.
„სხვა არხების დირექტორებისგან განსხვავებით, მე ჟურნალისტურ საქმიანობასაც ვეწევი, თუმცა ჟურნალისტი არ ვარ და ალბათ აქედან გამომდინარე დამიბარეს. ვიდრე ჟურნალისტობას მივყოფდი ხელს, მანამდეც მიბარებდნენ. ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტრად მე მივიჩნევი, ამიტომ აქ უფრო ხშირად ვარ, სამსახურში თუ სახლში, ეგ ზუსტად არ ვიცი“, – განაცხადა გვარამიამ.










