„კორონავირუსის ახალი მუტაციები მტკივნეული შეხსენებაა იმისა, რომ ვირუსი კვლავ ჩვენთანაა“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ TASS-ი ავრცელებს.
„კორონავირუსის ახალი მუტაციები მტკივნეული შეხსენებაა იმისა, რომ ვირუსი კვლავ ჩვენთანაა. თუმცა, კოვიდის ახალი ვარიანტები არ ნიშნავს იმას, რომ ის სხვა ტიპის ვირუსად იქცა. მუტაცია პათოგენის ნორმალური ევოლუცია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ადაპტირებას ცდილობს. ეს არ ნიშნავს ახალი პანდემიის დასაწყისს. თუმცა, აუცილებელია სიფხიზლის შენარჩუნება“,- განაცხადა კლუგემ.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით 124 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.
რა უნდა ვიცოდეთ კოვიდის ბრიტანულ, სამხრეთ აფრიკულ და ბრაზილიურ შტამზე – მიმოხილვა











