არ ვიცი, როგორი წინასაარჩევნო კამპანია იქნება, მივალთ თუ არა საბოლოო ჯამში ცემა-ტყეპამდე, მინდა, აქამდე არ მივიდეთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ორივეს უნდა, ეს კამპანია იყოს დაძაბული, ჩხუბისა და დაპირისპირების კამპანია, რადგან ეს არის რაც ყველაზე კარგად იციან, დანარჩენი საქმიანი საუბარი და დაპირებების შესრულებაზე ლაპარაკი არ არის ქართული პოლიტიკური სპექტრის ძლიერი მხარე სამწუხაროდ. არ ვიცი, როგორ კამპანიას გააგრძელებენ ესენი, ჩვენ მივალთ თუ არა საბოლოო ჯამში ცემა-ტყეპამდე, მინდა, აქამდე არ მივიდეთ, მაგრამ დაძაბული და ჩხუბზე აგებული კამპანია რომ იქნება, ეს ფაქტია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.










