„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ისინი არჩევნებში არც მერობისა და არც მაჟორიტარობის კანდიდატებს დააყენებენ.
„ჩვენ არც მერობის კანდიდატებს ვაყენებთ და არც – მაჟორიტარობის. შესაბამისად, ჩვენგან ოპოზიციას ისედაც გზა ხსნილი აქვს.
უნდა უნდოდეს გაერთიანება ოპოზიციას და ეს გაერთიანება იწყება საკუთარი ხელმოწერილი სიტყვის პატივისცემით. ამას რომ დავინახავთ და დავრწმუნდებით, მერე შეიძლება დავიჯეროთ, მაგრამ ჯერ შორია აქამდე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.









