გიორგი გახარიას შანსებს დრო გვაჩვენებს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, გახარიას ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, რაც ადვილი არ იქნება.
„დრო გვაჩვენებს, ამ წუთას არაფრის თქმა არ შეიძლება. სულ ერთი დღეა კაცმა პარტია დააფუძნა. იცით, რომ მას ბევრ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა, რომელზეც ზოგადად პასუხები ადვილი არ არის, მაგრამ დრო გვაჩვენებს. შანსი ყველას აქვს“, – განაცხადა ხვიჩიამ.










