პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია „ქართულ ოცნებას“ ფანტაზიას უწუნებს.
მისი თქმით, მმართველ ძალას ფანტაზია არ უვარგა და ახალი რაღაცების მოფიქრება არ შეუძლია, ამიტომ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მაინც სხვის ცხრა წელზე ილაპარაკებს.
ხვიაჩიას თქმით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის ისე იქცეოდა, როგორც იქცევა ახლა – წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ამ თვალსაზრისით მისი გამოსწორება უფრო გასაკვირი იქნებოდა.
“შესაბამისად, გამუდმებული ჩივილი და წუწუნი იმაზე, რომ თუ რატომ იქცევა ასე, საინტერესო არ არის – ირაკლი ღარიბაშვილი სულ ასე იქცევა!”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.










