კობახიძეს მუქარა ახლა არ დაუწყია, კობახიძე ამას იმუქრება კარგა ხანია. დავგმო, დავწყევლო? არ ვიწყევლები. ზოგადად, არ მომეწონა ეს ამბავი, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„უნდა ვიპოვოთ სხვა გზები, მაგალითად, რომ შეასრულოს კობახიძემ მუქარა და პარტიული დაფინანსებები ჩაუხსნას ყველა პარტიას. ჩვენ არ ვიღებთ ბიუჯეტიდან დაფინანსებას, უარი გვაქვს ნათქვამი და ჩვენ ეს არ გვეხება. მინდა, რომ სხვა პოლიტიკური პარტიებიც ჩემს მდგომარეობაში იყოს, ფეხებზე ეკიდოს, როგორ ემუქრება კობახიძე და რადგანაც ეს განცდა არ არის ჯერ სხვა პოლიტიკურ პარტიებში და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ კობახიძე ემუქრებათ, მე სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს კოლეგებს ყველგან, სადაც მეტყვიან.
ვამბობ, რომ ეს მუქარა არის და მათ შორის მუქარის რაღაც ნაწილი შეიძლება სწორიც კი ყოფილიყო მშვიდობიანობის დროს, მაგრამ ასეთ დროს ამის თქმა იმასთან ერთად, რომ გააუქმებ ვიღაცის რეგისტრაციას, არის მუქარა პილიტიკურ პარტიებზე. მე ასე ვუყურებ, რომ ეს შანტაჟი მე არ მეხება, იმიტომ რომ ნათქვამი მაქვს წინასწარ უარი საბიუჯეტო დაფინასებაზეც. ამას მოვუწოდებდი კოლეგებს, რომ მსგავსი ტიპის თავდაჯერება ჰქონოდეთ როგორც ახლა „გირჩს“ აქვს. ცენზთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ნაწილი არის აფსურდი, კაცი არ არის საქართველოს მოქალაქე და თავის აზრებს გამოთქვამს კიევიდან, რომელიღაც პარტიას უჭერს მხარს და ამის გამო პარტია მოხსნა, აფსურდი მგონია. შეიძლება ასეთი სიტუაცია პარტიისთვის პრობლემა იყოს, მაგრამ დევნა და რეპრესიები დაიწყო მის წინააღმდეგ, არის უშინაარსო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება. შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტში ინიციატივის წესითაა შესული.











