„გირჩის“ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ის ელოდება პასუხს კითხვაზე, ვინ ჩაშალა მოლაპარაკებები ან ხომ არ იტყუება ბატონი გრიგოლი.
„მთავარი ოპოზიციური ძალის თავმჯდომარე, როდესაც ამბობს რომ მოლაპარაკებები ჩაიშალაო და არ ამბობს ვისთან იყო ეს მოლაპარაკებები და ვინ ჩაშალა, ეს პრობლემას ნამდვილად წარმოადგენს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე “რუსთავი 2-თან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პარტნიორი ელჩების შუამავლობით დაგეგმილი იყო მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ ეს ბოლო წუთს ჩაიშალა.










