პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია “ქართული ოცნების” წევრების გაცნობის სურვილს გამოთქვამს და გამორიცხავს, რომ „გირჩისა“ და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის შეხვედრა გაიმართოს.
„როგორც ოპოზიციაში ვიცნობდით კოლეგებს და ველაპარაკებოდით იმის მიუხედავად, მოგვწონდა თუ არა, იგივეა გასაკეთებელი „ქართულ ოცნებაში“. უბრალოდ, ვიცნობდეთ ამ ადამიანებს, გავიგოთ, რა უნდათ ზოგადად, ჩვენ რა გავლენა შეიძლება მოვახდინოთ მაშინ, როცა მათ სურვილები არ მოგვეწონება. სულ ცოტა, უნდა ვიცნობდეთ ამ ადამიანებს. აქამდე რომ არ ვაკეთებდით ამას, შეცდომა იყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.









