fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

იანვარ-მაისში ღვინის ექსპორტი 15 პროცენტით გაიზარდა

11:19 ივნისი 8, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
788
ნახვა

ღვინის ეროვნული სააგენტო სასმელის ექსპორთან დაკავშირებით მონაცემებს აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის  ექსპორტით მიღებული შემოსავალი130 მლნ აშშ დოლარია.

2021 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში  36,4 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტით მიღებული შემოსავალი 82,4 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 8%-ს მიაღწია.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე:  პოლონეთი – 11% (2,258,486 ბოთლი), ლიეტუვა – 63% (439,494 ბოთლი), აშშ – 26% (402,942 ბოთლი), ესტონეთი – 3% (258,640 ბოთლი) და გერმანია – 23% (314,703 ბოთლი).

ექსპორტის ზრდა ასევე აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:  უკრაინა – 6% (4,162,515 ბოთლი), კანადა – 54% (118,006 ბოთლი), ყაზახეთი – 80% (1,368,220 ბოთლი), რუსეთი – 17% (22,421,656 ბოთლი), ისრაელი – 95% (236,996 ბოთლი), აზერბაიჯანი – 41% (115,247 ბოთლი), მონღოლეთი – 600% (232,920 ბოთლი), ჩეხეთი – 900% (52,956 ბოთლი), თურქეთი – 324% (61,110 ბოთლი), შვედეთი – 20% (48,836 ბოთლი) და ა.შ.

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი – 22,421,656 (ზრდა 17%), უკრაინა – ზრდა 6% (4,162,515ბოთლი), პოლონეთი – 2,258,486 (ზრდა 11%), ჩინეთი –  1,864,351 ბოთლი (კლება 3%) და ყაზახეთი – 1,368,220 (ზრდა 80%).

აღსანიშნავია, რომ გარდა ქართული ღვინისა, 2021 წლის ხუთ თვეში, საქართველოდან ექსპორტირებულია 13,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 209 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 3%-ით და 23 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო ექსპორტირებული ჭაჭის ღირებულება  567 ათას აშშ დოლარს აღწევს, შემოსავლების ზრდა კი, 30%-ია.

„აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვა მოცულობის ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 270-მა კომპანიამ განახორციელა.

ჯამში, იანვარ-მაისში, საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 130 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი, რაც 8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეგები: ექსპორტიქართული ღვინო

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

დოჰაში გამოფენაზე 15 ქართული კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი

მარტი 25, 2021
800
ეკონომიკა

2020 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა

ნოემბერი 30, 2020
963
ეკონომიკა

თურნავა: წინა წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით, საქართველოში ადგილობრივი ექსპორტი 21,2%-ით გაიზარდა

ნოემბერი 19, 2020
783

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია