იაპონიაში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით ცუნამის საფრთხე არ წარმოქმნილა.
სტიქიის ეპიცენტრი ტიბას პრეფექტურაში, ტოკიოს მახლობლად, მიწის ქვეშ 30 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.
სტიქიას, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მსხვერპლი არ მოჰყოლია.











