აღმოვაჩინე, რომ მე რაც მინდა ის ამ ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში არავის არ უნდა, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, ერთჯერად ხელახალ არჩევნებზე მნიშვნელოვანი სრულად პროპორციული, უბარიერო არჩევნებია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ოპოზიციაში არავის უნდა.
“რომ იძახდნენ პროპორციული არჩევნები გვინდაო, თურმე ფეხებზე ეკიდათ სინამდვილეში ბევრს ჩემს კოლეგას.
ჩემთვის პლებისციტზე მნიშნელოვანია ამ ქვეყანაში ტარდებოდეს სრულად პროპორციული უბარიერი არჩენები, როგორც ადგილორივ დონეზე, ისე საპარლამენტო დონეზე.
სამწუხაროდ მარტო დავრჩი, არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რამ ვიდრე არის ერთჯერადი, ახალი არჩენები, ის რომ ჩვენ გვქონდეს სულ მოწესრიგებული, ნებისმიერ არჩევნებზე, საარჩევნო სისტემა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.










