fbpx
27/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

იგეგმება, რომ პროვოკაციებმა მძიმე სახე მიიღოს – „ქართული ოცნების“ საგანგებო განცხადება

11:20 აგვისტო 31, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
797
ნახვა

„ქართული ოცნების“ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. როგორც უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციონერების მხრიდან მძიმე პროვოკაციები იგეგმება.

„ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ აწარმოებს საარჩევნო კამპანიას, არ საუბრობს რეგიონის მოსახლეობის საჭიროებებზე, და არ აქვს რაიმე თუნდაც პროგრამის მსგავსიც კი. ისინი მოსახლეობას არ სთავაზობენ არაფერს, გარდა დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანიისა.

  • მეტიც – ისინი არ იყენებენ გარე რეკლამისთვის განკუთვნილ სივრცეებს, მათ შორის არ აქვთ სარეკლამო ბილბორდები, რაც ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, თითქოს, კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა და ამის არგუმენტად სარეკლამო სივრცეების თანაფარდობა მოიყვანონ.
  • ოპოზიცია არ იყენებს ფასიან საეთერო დროს თავისი საარჩევნო რგოლების გასაშვებად. იყენებენ მხოლოდ საარჩევნო სუბიექტისთვის განკუთვნილ უფასო სარეკლამო დროს, რათა არჩევნებში მათი გარდაუვალი მარცხის შემდეგ ითქვას, რომ წინასაარჩევნოდ არათანაბარი და არაკონკურენტული გარემო იყო შექმნილი; ეს იმ პირობებში, როდესაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ მარცხის მიუხედავად უფრო მეტი თანხა დახარჯა ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“.
  • ოპოზიცურმა პარტიებმა მუნიციპალიტეტებში არ დააყენეს ისეთი კანდიდატები, რომლებსაც გამარჯვების მინიმალური შანსი მაინც ექნებოდათ, რათა, არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, თითქოს, ადგილი ჰქონდა მანიპულაციას და მათი წარმომადგენლები სწორედ ამიტომ დამარცხდნენ ყველა სოფელსა და ქალაქში.

ამ პოლიტიკურმა ძალებმა მონაწილეობა არ მიიღეს საოლქო და საუბნო კომისიების პროფესიული წევრების დაკომპლექტებაში, რათა არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, თითქოს, კომისიების პროფესიული წევრები მიკერძოებულები იყვნენ.

ყველა ეს გარემოება მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია შეგუებულია არჩევნებში გარდაუვალ მარცხს და არა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის და არეულობისთვის ემზადება.

დიდი ალბათობით, ჩვენი მოსახლეობა ოპოზიციის მხრიდან უპრეცედენტო დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანიის მოწმე გახდება, ვინაიდან, ამ ძალების მხრიდან, ერთადერთი პოლიტიკური ტაქტიკა პანიკის დათესვაზე, ადამიანური ტრაგედიებით მანიპულაციასა და ამით პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერის მცდელობაზე გადის. სწორედ ამიტომ, ჩვენ უკვე ვხედავ მათგან მძიმე პროვოკაციების მოწყობის მცდელობებს, რაც მაღალი ალბათობით, არჩევნებამდე დარჩენილ ერთ თვეში კიდევ უფრო რადიკალურ ფორმებს მიიღებს. ვინაიდან, მათი გზა არა საკუთარი პროგრამით ჩვენი მოქალაქეების დარწმუნება და მათგან დემოკრატიული ლეგიტიმაციის მიღება, არამედ ზიზღის გაღვივებით, ისტერიის დათესვით და არეულობით განუყოფელი ძალაუფლების დაბრუნებაა.

ეს არის ის ტაქტიკა, რომელსაც უკვე წლებია, ეს ძალები იყენებენ და ეს არის ის ტაქტიკა, რომლითაც ისინი წლიდან წლამდე მარცხდებიან.

ოპოზიციის მიზნებისა და დესტრუქციული დღის წესრიგის მიუხედავად, ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიას წარვმართავთ მშვიდ, საქმიან გარემოში, მოსახლეობას ვესაუბრებით კონკრეტულ საქმეებზე და პროექტებზე, არჩევნებს ჩავატარებთ თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში და არჩევნების მეორე დღესაც არავის მივცემთ ამომრჩეველთა ნების წინააღმდეგ წასვლის შესაძლებლობას.

თეგები: არჩევნებიშალვა პაპუაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

არ არსებობს კვალიფიციური ექიმის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანა არ შეიძლებოდა – შალვა პაპუაშვილი

დეკემბერი 31, 2021
783
პოლიტიკა

პოლარიზაციის პრობლემა მათ შორის იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის ნებას არ აღიარებს – შალვა პაპუაშვილი

დეკემბერი 31, 2021
774
პოლიტიკა

ვერავინ ეტყვის საქართველოს, როგორი უნდა იყოს მისი საგარეო კურსი – შალვა პაპუაშვილი

დეკემბერი 31, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია