საქართველოს კათალიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ უკრაინელებს მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მიუსამძიმრა. ის წუხილს გამოთქვამს მომხდარის გამო. სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და სრულიად უკრაინას. დაშავებულებს კი გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„მის აღმატებულებას, უკრაინის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ ზელინსკის! დიდად ვწუხვართ უკრაინაში ა.წ. 26 სექტემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აღვავლენთ ლოცვებს მათი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალსა დააწესოს ისინი.
გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი და თანადგომა გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მთელ უკრაინელ ხალხს.
დაშავებულთ კი ვუსურვებთ ღვთის წყალობით მალე გამოჯანმრთელებას”, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.











