fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ილია ჭავჭავაძის გარდა, ამ ქვეყანაში სხვა მოსამართლე არ ვიცი – იაგო ხვიჩია

14:30 მაისი 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
780
ნახვა

მე ილია ჭავჭავაძის გარდა, ამ ქვეყანაში მოსამართლე არ ვიცი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებდა და ადამიანთა შორის მტყუან-მართალს არჩევდა და კონფლიქტების მოგვარება უნდოდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში განაცხადა.

„მინდა, დღეს ჩემს პროფესიაზე ვისაუბრო, რომლითაც არასოდეს მომეცა მუშაობის საშუალება. ვერ ვიმუშავე იმიტომ, რომ ამ ქვეყანამ ჩემი პროფესია წამართვა. სასამართლოსა და მოსამართლეობაზე ვსაუბრობ. მოწოდებით მოსამართლე ვარ, მტყუან-მართლის გარჩევა და ადამიანთა კონფლიქტების მოგვარება მაინტერესებს, მაგრამ ამ ქვეყანაში ეს პროფესია არასოდეს გამოიყენებოდა ადამიანთა და საზოგადოების კონფლიქტების აღმოსაფხვრელად და შესამცირებლად. ჩვენ შეიძლება, ყველას იმედი გვქონოდა, დაწყებული შუა საუკუნეებიდან, მეფის, ამირსპასალარის, თანამედროვე დროში მაჟორიტარის, ან რაიკომის მდივნის, პრეზიდენტის, მაგრამ არასოდეს გვქონია მოსამართლის იმედი.

ჩვენ ფაქტობრივად, ერთადერთი მოსამართლე გვყავდა. მე ილია ჭავჭავაძის გარდა, ამ ქვეყანაში მოსამართლე არ ვიცი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებდა და ადამიანთა შორის მტყუან-მართალს არჩევდა და კონფლიქტების მოგვარება უნდოდა. შემდეგ კომუნისტები მოვიდნენ და ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოს და მოსამართლეებს ადამიანები დაეცვათ, მთავარი შეცდომა დავუშვით, მართლმსაჯულების განხორციელება კომუნისტების მონებს მივანდეთ. საბჭოთა მოსამართლეები მონები იყვნენ, კლოუნი მონები, რომლებიც ადამიანთა ინტერესებს კი არ ითვალისწინებდნენ ან ადამიანებს კი არ იცავდნენ სისტემისგან, არამედ პირიქით, სისტემას იცავდნენ ადამიანებისგან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, „დღევანდელი სასამართლო საბჭოთა სასამართლოს სამართალმემკვიდრეა“.

თეგები: იაგო ხვიჩიასასამართლო

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია – გვაინტერესებს, როგორ წარმოუდგენია სააკაშვილს შერიგება, გვსურს, დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ, ვახტანგ მეგრელიშვილი მზად არის, მას შეხვდეს

დეკემბერი 7, 2021
777
პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება უნდა „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაცმოძრაობასაც“ – იაგო ხვიჩია

დეკემბერი 1, 2021
789
პოლიტიკა

სააკაშვილის იქ გასაშვებად ემზადებიან, სადაც არჩევნებამდე იყო, ამას ნელ-ნელა გვაპარებენ – იაგო ხვიჩია

ნოემბერი 24, 2021
844

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია