საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, როდის აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში.
მისივე თქმით, ამ საკითხზე ყოველდღიურად არის სამუშაო პროცესი საკოორდინაციო საბჭოსთან ასევე მედიკოსებთან და ეპიდემიოლოგებთან.
„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, როდის აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში. ყოველდღიურად არის სამუშაო პროცესი საკოორდინაციო საბჭოსთან ასევე იმ მედიკოსებთან, ეპიდემიოლოგებთან, როლებიც მუშაობენ საკოორდინაციო საბჭოსთან.
არის განხილვა იმ გეგმის გარშემო, რა ფორმით და როდის მოხდეს სასწავლო პროცესის სასწავლო ოთახებში დაბრუნება, საუბარია 10 ქალაქზე, რომელიც დისტანციურ ფორმატში იმყოფება. იმედი მაქვს, ძალიან სწრაფად ამ ინფორმაციას დავაანონსებთ“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.











