მე იმედს ვიტოვებ, რომ რამდენიმე დღეში იქნება შეთანხმება მიღწეული, – ამის შესახებ პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხად.
“ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპელი კოლეგების, მეგობრების მხრიდან ეს ჩართულობა, რაც, პირველ რიგში, მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყნისთვის არის აუცილებელი ეს გამოწვევა, რომლის წინაშე ჩვენ ვდგავართ, გახდეს ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებს მივაღწიოთ ამ ქვეყანაში. ამიტომ, მე იმედს ვიტოვებ, რომ რამდენიმე დღეში იქნება შეთანხმება მიღწეული,” – განაცხადა კახა კუჭავამ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში ჩართული იქნება ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა. ამის შესახებ მან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.











