გუმათში პოლიციამ რკინის კედელი გზის სავალი ნაწილიდან აიღო, თუმცა გზაზე ჯებირები მაინც რჩება, გადაადგილება კვლავ შეზღუდულია.
„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ რკინის კედლის ნახევრად აღება არაფერს ნიშნავს.
იმერეთი სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე „რუსთავი 2-თან“ ამბობს, რომ სოფელ გუმათთან რკინის კონსტრუქციების ნაწილის აღება მათი მიერ გადადგმული პატარა ნაბიჯია.
„ნაწილი ბარიერების აღება მოხდა, იცით რომ გუშინ საპოლიციო ძალების განახევრება მოხდა. დანარჩენი ბარიერების მოხსნაც იგეგმება თავისთავად სიტუაციის შესაბამისად. ეს არის პირველი, შეიძლება ითქვას, პატარა ნაბიჯები, რომელიც უკვე ჩვენ გადავდგით.
ალტერნატივა მოლაპარაკებას და დიალოგს არ აქვს და ჩვენ ყველა ძალებით უნდა შევინარჩუნოთ ეს ფორმატი. მარტივი არ იქნება თავისთავად, “- ამბობს შალამბერიძე.











