ინდიანაპოლისში სროლას 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულთაგან ერთი ორსულია. ინფორმაციას ამის შესახებ abcnews-ი ავრცელებს.
ინციდენტის შედეგად ერთი არასრულწლოვანი მძიმედ არის დაჭრილი. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქალაქის მერმა მომხდარი „მასობრივ მკვლელობად“ შეაფასა.
911-ში სროლის შესახებ ზარი დილის 4 საათზე შევიდა. პოლიციას ეჭვმიტანილი ამ დრომდე არ ჰყავს.











