ინდოეთის მედიცინის ასოციაციის (IMA) მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის დროს ქვეყანაში ვირუსით, სულ მცირე, 269 ექიმი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„პირველი ტალღის დროს ვირუსით 756 ექიმი გარდაიცვალა. მათი უმრავლესობა ახალგაზრდა ასაკის იყო“,- აცხადებენ IMA-ში.
IMA-ს ცნობით, 2020 წლის მარტის თვის შემდეგ კოვიდით გარდაცვლილ სამედიცინო მუშაკთა საერთო რაოდენობა 1,025-ს შეადგენს.
ე.წ.„შავი სოკო“ – რას ნიშნავს დაავადება მუკორმიკოზი, რომელიც ინდოეთში გავრცელდა











