ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ის ადგილობრივი ვაქცინით, Covaxin-ით აიცრა.
„აღსანიშნავია ის, თუ როგორ მუშაობდნენ ჩვენი ექიმები იმისთვის, რომ კორონავირუსს გამკლავებოდნენ. მოდით, ყველამ გავიკეთოთ ვაქცინა უფასოდ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში კორონავირუსის 11,112,241 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 157,195 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10,786,457-ს შეადგენს.











