Worldometers-ის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის 340,465 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში კოვიდით 18,708,561 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 207,518-ს შეადგენს.











