ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში ინდოეთში ვირუსს 4,529 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კოვიდის ლეტალობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ე.წ.„შავი სოკო“ – რას ნიშნავს დაავადება მუკორმიკოზი, რომელიც ინდოეთში გავრცელდა











