ინდოეთში კოვიდის ფატალური შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ინდოეთში ვირუსს 4,329 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთში რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. ქვეყანა კოვიდის პანდემიის მეორე ტალღას ებრძვის.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში ვირუსის 25,228,996 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 278,751-ს შეადგენს.
ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ – ე.წ.„შავი სოკო“ – რას ნიშნავს დაავადება მუკორმიკოზი, რომელიც ინდოეთში გავრცელდა











