ინდოეთში ჰიმალაის მყინვარიდან წყლის მოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. ამის შსახებ უცხოური მედია წერს.
ამ დროისთვის მაშველებმა 15 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, 150 კი ჯერჯერობით დაკარგულად ითვლება. დაკარგულთა უმეტესობა, სავარაუდოდ, სტიქიის ზონაში მდებარე ჰიდროელექტროსადგურების მუშები არიან.
მომხდარს გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, რომელმაც აღნიშნა, რომ ყურადღებით აკვირდება სიტუაციას.











