ინდონეზიაში, ილ-ლევოტოლოკის ვულკანის გააქტიურების გამო, საკუთარი საცხოვრებელი სახლი ათასობით ადამიანმა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ვულკანური კვამლისა და გაზის ამოფრქვევის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მომწამვლელი ლავის ამოფრქვევის შესახებ აფრთხილებს.
ინდონეზია მსოფლიოში აქტიური ვულკანების სიმრავლით პირველ ადგილზეა.











