ინგლისური ენის ლექსიკონი, Merriam-Webster-ის „რასიზმის“ განმარტებას შეცვლის. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
22 წლის კენედი მიჩი არ ელოდებოდა, რომ მისი წერილის შემდეგ Merriam-Webster-ი ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად მიიღებდა. მან Merriam-Webster-ს მიწერა, რომ სიტყვა „რასიზმის“ განმარტება ლექსიკონში „არაადეკვატური იყო“.
კერძოდ კი, Merriam-Webster-ის ლექსიკონში სიტყვა „რასიზმი“ შემდეგნაირად იყო განმარტებული – „რწმენა იმისა, რომ რასა ადამიანის ნაკვთების და უნარების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია და იმის, რომ რასობრივი განსვავებები ამა თუ იმ რასის უპირატესობას იწვევს“.
მიჩიმ ლექსიკონის რედაქციას წერილით მიმართა, რომელშიც სთხოვა დაეზუსტებინათ, რომ რასიზმი უბრალო ცრურწმენა კი არა, სიძულვილის სისტემური გამოვლენაა.











