“ჯერ გავიდა ერთი კვირა, აქედან გამომდინარე საუბარი იმაზე, თუ რა იქნება პროგნოზი, ადრეა. სულ მცირე ორკვირიანი პერიოდი არის საჭირო, რომ გავაკეთოთ ანალიზი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების კოეფიციენტის მაჩვენებელი შემცირდა.
” რაც შეეხება რეგულაციების შემსუბუქებას. არამარტო საქართველოში მთელს მსოფლიოში რეგულაციების შემსუბუქება პირდაპირპროპორციულია ინფიცირების მატებასთან…
ჩვენი მიზანი, დაგვეწყო ვურუსის გავრცელების მართვა, დღეის მდგომარეობით გარკვეულწილად მიღწეულია, ამის დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის მაჩვენებელი, რომელიც იყო 1,92 და დღეს ჩვენ გვაქვს 1,16″, – განაცხადა ტიკარაძემ.











