ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ იმ ადგილებში სადაც მობილობა და რისკები მაღალია გარკვეული შეზღუდვები უნდა იქნას შემოღებული.
“გარკვეული შეზღუდვები უნდა იქნას შემოღებული, მე პირადად არ ვარ მომხრე სრული ლოკდაუნის. ეს ეხება იმ ადგილებს და რეგიონებს სადაც მაღალია მობილობა და რისკები, რომ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდეს, ანუ ზღვისპირეთს.
უნდა მოხდეს არსებული რეგულაციების აღსრულების გამკაცრება, ასევე ვაქცინაცია უნდა წავიდეს უფრო სწრაფი ტემპით,” – აცხადებს ალექსანდრე გოგინავა “რუსთავი 2”-თან.











