ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ფიქრობს, რომ საქართველოში ინფიცირებულთა უმრავლესობა უსიმპტომო ვირსს ატარებს. მისი თქმით, ასეთი ადამიანები ვირუსის გავრცელების წყაროს წარმოადგენენ. ამის შესახებ ხუნდაძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
„თეორიულად შესაძლებლობა დასაშვებია, რომ ყოველდღიურად ინფიცირებულების რაოდენობა ორჯერ მეტი იყოს, მაგრამ უმრავლესობა ინფიცირებულების არის კლინიკური გამოვლინების გარეშე. ასეთ ადამიანებს არა აქვთ ეჭვი, რომ შესაძლოა, ინფიცირებულები იყვნენ, თუმცა ისინი არიან ინფექციის გავრცელების წყარო. ასეთი ფონი არის ყველგან, სადაც ვირუსია გამოვლენილი“,- განაცხადა ხუნდაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა თითქმის ყოველდღიურად იზრდება. ჩვენი ქვეყანა ვირუსის გავრცელების ტემპით სამ მეზობელ ქვეყანას: სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს უსწრებს.











