საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და მოქალაქეებს წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„ჩვენი გადაწყვეტილებით, 1 ივნისიდან იხსნება:
სახმელეთო საზღვრები; რესტორნების შიდა სივრცეები შაბათ-კვირასაც;
ფართოვდება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსა და ბინადრობის მქონე პირებს შეეძლებათ ვალიდური PCR ტესტის საფუძველზე საქართველოში შემოსვლა.
მოქალაქეებს კვლავ მოვუწოდებ რომ აუცილებელია დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევძლოთ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება, და რა თქმა უნდა აუცილებელია ვაქცინაცია“,- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
ასევე ნახეეთ:











