ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაეხმარება შეთანხმების მიღწევასაც, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელ, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ბრიუსელთან ტელეხიდი არ ყოფილა, იგივე ფორმატში ჩატარდა შეხვედრა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი აქვს პრემიერ-მინისტრს მე დარწმუნებული ვარ, რომ საკითხები, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების გეგმები, პოზიტიურად განიხილება ბრიუსელში. მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი დაეხმარება შეთანხმების მიღწევასაც, ვინაიდან აქამდე ყოველთვის ვცდილობდით, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები, ამერიკელი პარტნიორების ინფორმირებული ყოფილიყვნენ პროცესებთან დაკავშირებით. დღეს, ირაკლი ღარიბაშვილს უშუალოდ ექნება ამის შესაძლებლობა ბრიუსელში, მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.










