fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი კობახიძე: 20 ივნისის ოპერაციას გეგმავდნენ ორნი – გახარია და საბანაძე

00:16 ივნისი 15, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
781
ნახვა

“გახარიას მხრიდან 20 ივნისის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი, რამაც საბოლოო ჯამში მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა – ოპერაციას გეგმავდნენ ორნი – გახარია და საბანაძე, შესაბამისად ყველაფერში იყვნენ ჩართულები”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„რაც ხდებოდა 20 ივნისს, ბუნებრივია, გაგვიჩნდა გარკვეული ეჭვები, ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან. დაშლის ოპერაციას ვგულისხმობ, რამაც საბოლოო ჯამში მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. ვინც ერკვევა ელემენტარულად, ამაზე კონსულტაციებიც მაქვს გავლილი და კითხვებიც მაქვს დასმული. რატომ იდგნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეც ჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით? ამაზე კითხვაზე პასუხი არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

20 ივნისს, საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

მისივე თქმით, ოპერაციის დაგეგმვაზე პასუხისმგებელი გიორგი გახარია იყო და ამას ერთ-ერთ მოადგილესთან ერთად აკეთებდა. „რა თქმა უნდა ის იღებდა ამ გადაწყვეტილებებს. ოპერაციის დაგეგმვაზე, რა თქმა უნდა ის იყო პასუხისმგებელი და თვითონ აკეთებდა ამას ერთ-ერთ მოადგილესთან ერთად. ანუ ეს იყო ერთ-ერთი პირველი კითხვის ნიშანი, რატომ იყო სპეცრაზმი გარეთ, როდესაც უნდა მდგარიყო შიგნით და ყველა დაადასტურებს ამას. ეს ერთ და მეორე რატომ არ იყო გამოყენებული წყლის ჭავლი და სხვა რბილი სპეცსაშუალებები. საბოლოო ჯამში უკვე იძულება იყო ტყვიების გამოყენება იმისთვის, რომ მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე. და რატომ მოხდა ერთი და მეორე. ჭიშკრის გარეთ სპეცრაზმის დგომა და რბილი საშუალებების არ გამოყენება ამაზე პასუხი არ არსებობს.

ნებისმიერი ჭიშკრის დაცვა, რამდენიმე ჭიშკარია იქ, იყო მარტივი. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანების რაოდენობა არ იყო ისეთი, რომელიც იძლეოდა უფრო მეტ საფრთხის ფიქრის საშუალებას. სპეცრაზმი რომ ყოფილიყო შიგნით და რომ გამოყენებულიყო უმარტივესი რბილი საშუალებები, თავიდან იქნებოდა აცილებული.ჩვენ ეს გვეგონა შეცდომები, თუმცა შესაძლოა არ იყო შეცდომები. ოპერაციას გეგმავდნენ ორნი. ეს იყო გახარია და საბანაძე. შესაბამისად იყვნენ ყველაფერში ჩართულები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეგები: ირაკლი კობახიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი – ეს ყველაფერი ნამდვილად აკლია ისტორიის სახელმძღვანელოს

დეკემბერი 7, 2021
771
პოლიტიკა

სააკაშვილი იმდენ ტყუილს ამბობს, არ ვიცი რა დავარქვა, „პინოქიო“ ან „ბურატინო“ უფრო მოუხდება – ირაკლი კობახიძე 

ნოემბერი 30, 2021
805
პოლიტიკა

საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, მოხდეს პოლარიზაციის ხარისხის შემცირება – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 24, 2021
783

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია